სადახლოსა და გუგუთში ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
TV25 დეკემბერიდან 5 იანვრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,გუგუთი“, ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების ე.ს-სა და მ.ჩ-ს, კუთვნილი ავტომობილების დათვალიერებისას, 25 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი, ასევე, 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური