დუბაის მდიდარი და გათამამებული ახალგაზრდები. როგორ ცხოვრობენ არაბი მილიონერების შვილები?
Lifestyleდუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი, დუბაის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრია. ეს არის ბობოქარი და მჩქეფარე რიტმის ქალაქი. აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურები. ქალაქი თავისთავში ერთდროულად ითავსებს, როგორც სასიამოვნო დასვენების, ასევე საერთაშორისო საქმიანი ცენტრის ფუნქციას. აქ საუკეთესო გარემოა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად და შოპინგისთვის. სხვაგან ვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასეთ დაბალ ფასებს მსოფლიო ბრენდების პროდუქციაზე.
დუბაიში ყვავის ნავთობის ბაზარი, ამიტომ ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ეკონომიკურად მდგრადი ქალაქია. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა, რამდენად დიდ ფუფუნებაში ცხოვრობენ დუბაის მკვიდრი თინეიჯერები. წარმოგიდგენთ მათ მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთულ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს მათი ბოლო დონის მანქანა, თუ ტრენდული ტანსაცმელი და რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ კომფორტში ცხოვრობენ და ისვენებენ დუბაელი მდიდარი და გათამამებული ახალგაზრდები. ესეიგი იხილეთ, თუ როგორ ცხოვრობენ დუბაიში მილიონერების შვილები.